ქუთაიში საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

ქუთაიში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საკრებულოს დეპუტატის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს. გიგა შუშანია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია.
ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოებია გაკრული.
შეგახსენებთ, რომ ხმაური მოყვა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას. დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძაობის” და „ევროპული საქართველოს” წევრებს კარის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. სიტუაცია უკვე განმუხტულია.