არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „მთავარს“ და „ფორმულას“ მიმართავს

როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით
ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გუშინ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს არჩილ თალაკვაძე ისვენებს იტალიაში, კომოს ტბაზე. სინამდვილეში კი პარლამენტის თავმჯდომარე დილიდან საქართველოს პარლამენტში ოფისში იმყოფება. იმის დასადასტურებლად, რომ იგი იტალიაში არ ისვენებს, არჩილ თალაკვაძემ ვიდეომიმართვა საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან გაავრცელა.
„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდით, თითქოს ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან, თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სასაცილო სიუჟეტი იყო. მედიის საქმიანობის ელემენტარული საფუძვლებია, რომ ჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ უთხრათ საზოგადოებას, რის თქმაც გსურთ. თქვენ ეს გააკეთეთ პირიქით. ამიტომაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სიუჟეტი პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.