აქციის მონაწილეებმა მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ოლქი „დააბოქლომეს“

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, ევროპული საქართველოს წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქს ბოქლომი მაინც დაადეს. თავად მიხეილ ყაველაშვილმა ოფისში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ბოქლომის დადების შემდეგ სერგო რატიანმა განაცხადა: “მატყუარებს ბოქლომი დავადეთ, ახლა უნდათ ხერხონ, უნდათ წყვიტონ”. ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვამ თუმცა პოლიციამ სიტუაცია განმუხტა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია.