„არ გრცხვენიათ თქვენ მეცოცხეებო?!“

დაპირისპირება მოჰყვა მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან “ევროპული საქართველოს” ლიდერების მიერ კარის „დაბოქლომების“ მცდელობას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ოფისთან იმყოფებიან სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი.
„როცა ცოცხებით დარბოდით, მაშინ გამოგეხატათ პროტესტი“, არ გრცხვენიათ თქვენ მეცოცხეებო?! ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ გამოხატონ პროტესტი, მაშინ, როდესაც მეცოცხე ხალხის გვერდით იდგნენ. სირცხვილია“, – განუცხადა ბიუროს თანამშრომელმა დეპუტატებს.