თბილისის შემოგარენში ძლიერი დათოვლიანებაა

თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე, მუხადწყაროში, კოჯორში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში მთელი ღამე თოვდა. სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„თბილსერვის ჯგუფი“ 24 საათის განმავლობაში ახორციელებს მარილის დაყრის სამუშაოებს. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზებზე პრობლემები არ შექმნილა და როგორც კი საჭიროებს იქნება, მარილის დაყრის სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება. ავტომობილების გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ არის“,- აცხადებს “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენელი.