კვიპროსში 17 ქართველი დააკავეს

კვიპროსში, 17 საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში არალეგალური ყოფნისთვის დააკავეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლობა ავრცელებს.
ირკვევა, რომ ისინი ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში ყალბი დოკუმენტებით იყვნენ დასაქმებულნი. მათ რვადღიანი პატიმრობა შეეფარდათ. საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალურად მყოფი პირები, სამშენებლო კომპანიის ობიექტზე აიყვანა.