კუპრავამ საპატიმრო დატოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის #8 ციხე დატოვა. კუპრავამ ის რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტის გამო გაასამართლეს. მას 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.