ადამიანი, რომელმაც ციხეშ მილიონი იშოვა

„ბიბისი“ აცხადებს, რომ ნიგერიაში, ინტერნეტთაღლითობის ბრალდებით დაკავებულმა ოლუსეგუნ აროკემ, თანამონაწილეებთან ერთად შეძლო განეხორციელებინა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა. მან ციხეში 1 მლნ დოლარი იშოვა. ის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში იმყოფებოდა, თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მას მაინც ჰქონდა კავშირი ინტერნეტთან.
ნიგერიის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის კომისია გაოგნებულია, თუ როგორ შეძლო მან განეხორციელებინა მსგავსი მასშტაბის თაღლითობა. სავარაუდოდ, მან ციხის თანამშრომლები მოისყიდა.
პატიმარმა, ფიქტიური ორი საბანკო ანგარიშით იყიდა ძვირადღებული მანქანა და სახლები.