პირს, რომელმაც ბაგა-ბაღებს ცხენის ხორცი მოტყუებით მიყიდა, 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ქუთაისის ბაგა-ბაღში აღმოჩენილი დარღვევისთვის, საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებასა და დოკუმენტების გაყალბებისთვის, ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შპს “ელენიკოს” დირექტორმა, ნ.მ-მ ვეტერინარული მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გაყალბების გზით ბაგა-ბაღებს ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა.
ის 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს.