თეა წულუკიანი „ბოქლომების აქციის“ ორგანიზატორებს მიმართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, ოპოზიციონერებს მიმართავს სირყვებით, რომ ძალიან ძნელია როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით.
„სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება, ჩვენს რეალობაში, როცა მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია არამედ, ბოქლომების მაღაზია, ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა“ – განაცხადა წულუკიანმა.