ბოქლომების ქნევას უგულავა ყოველ ხუთშაბათს აანონსებს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბოქლომების ქნევა დასრულდა. შეგახსენებთ, ოპოზიციური მმართველები დემონსტრანტებთან ერთად ცდილობდნენ ადმინისტრაციის კარებისთვის ბოქლომი დაედოთ და მოეხდინათ მისი პიკეტირება. ამ მიზეზით არაერთხელ მოხდა შეკამათება სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის ღობეზე ჩამოკიდეს.
„ასე მოვუწყობთ ხოლმე მთავრობას ხუთშაბათობას. „ბოქლომის დღე მთავრობას“, იქნება ხუთშაბათობით. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან.
ჩვენი ნერვები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინასი. სპეციალური გზავნილი არის ის, რომ აქ სულ იქნება ხუთშაბათობა. ივანიშვილს არანაირი მოთმინების უნარი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად არაძალადობრივი, იმიტომ, რომ გამოჩნდეს მათი რეალური ბუნება.
დღეს ჩვენი ამოცანა იყო, რომ ფაციფუცით დაემთავრებინათ მოჩვენებითი მთავრობის სხდომა. ზუსტად 45 წუთში დაამთავრეს და უკანა კარიდან გაიქცნენ“, – თქვა უგულავამ.