ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის პრესსპიკერად დაინიშნა

მთავრობის სხდომაზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად, პრესსპიკერის პოზიციაზე ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.
„მინდა მოგახსენოთ სიახლე. ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს, საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის”,- აცხადებს პრემიერი.