ვაჟა თავს კარგად გრძნობს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ 12 დღის წინ დააკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის ციხეში ადვოკატი შეხვდა. ექიმის უფლებებს ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ვლადიმირ ფიდაროვი დაიცავს, რომელიც ოჯახმა 1 დღის წინ დაიქირავა.
“შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა. მეტი არაფერი, ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს“ – ამბობს ექიმის ადვოკატი.
მისივე თქმით, ყველა ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება ექიმს დაეკისროს ეს არის 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაცია.