მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში ნიღბიანები შეიჭრნენ

სამი ნიღბიანი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეს სახლში შეიჭრა. ეს მოხდა მაშინ, როცა სასულიერო პირი თანამოქალაქეებს ხვდებოდა. როგორც ირკვევა, მძარცველები კამერამ დააფიქსირა, თუმცა ჯერ უცნობია მოიპარეს თუ არა რაიმე.
უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის რეზიდენციას კერძო კომპანია იცავს, ამიტომ საეჭვოა, თუ როგორ შეძლეს მათ შიგნით შეპარვა ისე, რომ დაცვამ ვერ შეამჩნია.