ჰომო ერექტუსებმა პროკურატურის კარებს ბოქლომი დაადეს

პროკურატურასთან ჰომო ერექტუსები მორიგ აქციას მართავენ. ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელს ბოქლომი გაუკეთეს. თავდაპირველად ამან გამოიწვია შელაპარაკება სამართალდამცველებსა და მათ შორის, თუმცა გურამ ჩალაგაშვილმა მაინც მოახერხა ბოქლომის ჩამოკიდება.
გენერალურ პროკურატურასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი, მათ მთელ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.