„ნებისმიერი, ვინც ისრაელის მიმართულებით დღის განმავლობაში შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს.“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

სირიის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ სირიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან უმრავლესობა წარმოშობით ირანელი იყო.
შეგახსენებთ, ისრაელმა სირიაში ირანისა და სირიის სამხედრო ძალების ათეულობით სამიზნის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ამ საკითხს მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი , ნაფტალი ბენეტი მუქარის შემხველი სიტყვებით გამოეხმაურა.
მისი თქმით: „ნებისმიერი, ვინც ისრაელის მიმართულებით დღის განმავლობაში შეტევას განახორციელებს, ღამით ვეღარ დაიძინებს. ჩვენი გზავნილი ირანის ლიდერებისადმი მარტივია: თქვენ აღარ გაქვთ იმუნიტეტი. სადაც არ უნდა გაავრცელოთ თქვენი საცეცები, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ისრაელის მოქალაქეების დაცვას“ – აცხადებს ნაფტალი.