„არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად“ – კალაძე გატაცებულ ექიმზე

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ დე ფაქტო ტერიტორიაზე გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს და ფიზიკურადაც ნორმალურადაა. აღინიშნა, რომ ორგანოები ყველაფერს აკეთებენ მის გასათავისუფლებლად.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად” – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.