ავსტალიაში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტალიური მედია აცხადებს, რომ ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ მოხერხდა. მისა გავრცელებას ქარი უწყობს ხელს.
ქვეყნის მასშტაბით ხანძარმა 6 ადამიანი იმსხვერპლა. განადგურებულია 500-ზე მეტი სახლი, 100-ზე მეტ სკოლაში სწავლა გადაიდო. 100 000-ზე მეტ ადამიანს კი ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ძლიერი დაკვამლიანება სიდნეიში აღინიშნება, რის გამოც 50-ზე მეტმა ადამიანმა ასთმური შეტევითა და სუნთქვის გართულებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში უფრო მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.