რუსეთი ანკარის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სირიაში ოპერაციების განახლებასთან დაკავშირებით

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გაოცებულები არიან თურქეთის გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებასთან დაკავშირებით.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაკვირვებულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა დაპირება ვერ შეასრულოს, ასევე მისი მუქარით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას განაახლებს,“- განაცხადა კონაშენკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ ჩრდილოეთ სირიაში დაძაბულობის ესკალაციის საშიშროებას ქმნის „ნაცვლად იმისა, რომ ეს დაძაბულობა შემცირდეს, რასაც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს.“ – აცხადებს რუსული მხარე.