ამერიკის შტატ იუტაში, ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ბორტზე ორი ადამიანი სტუდენტ-პრაქტიკოსი და მისი ინსტრუქტორი იმყოფებოდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ინსტრუქტორმა ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას ხალხის დიდი რაოდენობა მიწაზე დაინახა, შემთხვევა სამანქანო ავარიას გავდა. მან დაჯდომა გადაწყვიტა, რათა დახმარებოდა მათ. თუმცა მალევე, თავად დასჭირდა დახმარება.
საკითხს უკვე განიხილავს სამართალდამცავი, ასევე საჰაერო უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუციები.
როგორც პილოტი ამბობს, მისი ვერტმფრენი ავარიულად დაჯდა, ინსტრუქტორმა მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ძვლების მოტეხილობა მიიღო.