ხინკლის ჭამიდან პლენარული დარბაზის დალუქვამდე

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზი დალუქა. გოცირიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი პიკეტირების დაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში „სამარცხვინო“ განცხადება გააკეთა. სამარცხვინო 26 მაისი და 7 ნოემბერი იყო, შევავახსენოთ „სვავცისტების“ თავმჯდომარეს.
„მან ჩამოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნადავლი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი.
გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს, ცხვრები ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“, – გოცირიძე.