თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური პრობლემაა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური პრობლემაა. ამის გამო მატარებლები გაჩერებულია. ამ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს.
მოძრაობა შეფერხებულია ზონალურად, ისინი არ მოძრაობენ სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო სადგურის მოედნიდან გლდანამდე მოძრაობა ჩვეულებრივ ხორციელდება.
ცნობისთვის, გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ადგილზე მივიდნენ ტექნიკოსები, რაღა მალე აღმოფხვრან პრობლემა.