აშშ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლების არსებობას უკანონოდ აღარ ჩათვლის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ მიჩნებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობას საერთაშორისო ნორმების დარღვევად.
პომპეოს განცხადებით, ეს გზა არის საშუალება „რეალური სიტუაციის“ აღიარებისა.
1978 წლიდან აშშ მიიჩნევდა, რომ დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობა უკანონო იყო. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი წლების განმავლობაში ბლოკავდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ასეთი ქმედებებისთვის ისრაელს გმობდა. გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელი იყო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.