მაშინ, როცა არსებობს პარლამენტი, არავინ არსად წავა – გიორგი გახარია

გიორგი გახარია, ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ ჩატარდა გუშინ გასვლითი სხდომა პასუხობს, რომ ვერ ხედავს საჭიროებას მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი.
“გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის, არის აბსოლუტურად მიუღებელი.პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით,” – აღნიშნა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიამ.