აფხაზეთში, 11 000 ჰექტარი ტყის მასივი ხანძარმა გაანადგურა

აფხაზეთში ძლიერი ხანძარია. გაჟღერებული ინფორმაციით, ცეცხლი უკვე 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. მიუხედავად რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებებისა ცეცხლს ვერ აქრობენ.
„მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი გამოიყენა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ხანძარი რამდენიმე მიმართლებიითაა გავრცელებული.