“IRI” -ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.
უფრო კონკრეტულად, ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიურ განწყობას რესპონდენტთა 70% ასახელებს და მხოლოდ 23% ამბობს საპირისპიროს.
პოლიტიკოსების პირად რეიტინგში “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე 57%-ით ლიდერობს.
რეიტინგის მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე გამოკითხულთა ხმების 49%-ით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეექსვე პოზიციაზე 39 %-ით. ათეულში ვერ მოხვდა პარტია “ქართული ოცნების” თავამჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
დავით ბაქრაძე – 57 %
კახა კალაძე – 49 %
დავით უსუფაშვილი – 47 %
გრიგოლ ვაშაძე – 41 %
ალექსანდრე ელისაშვილი – 39 %
გიორგი გახარია – 39 %
შალვა ნათელაშვილი – 39 %
გიორგი ვაშაძე – 34 %
ნიკა მელია – 34 %
ირაკლი ღარიბაშვილი – 33 %
ბიძინა ივანიშვილი – 32 %
ნინო ბურჯანაძე – 31 %
გიგი უგულავა – 31 %
მამუკა ხაზარაძე – 29 %
ირმა ინაშვილი – 29 %
არჩილ თალაკვაძე – 25 %
სალომე ზურაბიშვილი – 23 %
კახა შარტავა – 19 %
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 %
ლევან იოსელიანი – 3 %
ასეთია პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ახალი კვლევის მიხედვით.