მასიური ხანძარი მარტვილში, სოფელ სალხინოში

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. სოფლის რწმუნებულის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ადგლზე და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.
“ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს გამგებელი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე გასულია.