30 წუთი აქცის დაშლამდე

სამართალდამცავებმა აქტივისტებს ტერიტორიის დასატოვებლად 30 წუთი მისცა.
“30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად” – აცხადებს საპატრულო პოლიციის უფროსი.
სამართალდამცავები უკვე იღებენ კარვებს, საპასუხოდ კი აქტივისტები სკანდირებენ: სირცხვილია.
ცნობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და ასობით სპეცრაზმელი.