ოდესელი მიშიკოს გოშია გიგაია უგულავა – ტრიპაჩა კალაძე, ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც ევალება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ლიდერმა“, სააკაშვილის გოშიამ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს რეალური საქმის გარდა. პატრიოტიზმის ფარდას ამოფარებული ყოფილი ხელისუფალი, რომლის დროსაც ქვეყანამ უმძიმესი წნეხის ქვეშ გაიარა, ხდებოდა პატიმართა გაუპატიურება და სხვა მრავალი ფაქტი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცდილობს „ქვეყნის გადარჩენას“. საინტერესოა, სჭირდება კი საქართველოს უგულავასა და ოდესელი მიშიკოს მსგავსი ვენებში სისხლგამშრალი ადამიანებისგან გადარჩენა.
„კალაძის სამარცხვინო ტრაბახი უბრალოდ მართლა სასაცილოა. მე მართლა გული მწყდება, იმის ნაცლად, რომ თბილისის მერი პრობლემებზე საუბრობდეს, რომელიც მათ შორის მან შექმნა, თუნდაც როდის უნდა დამთავრებულიყო ჭავჭავაძე, ტრიპაჩა კალაძე ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რაც მას ევალება.
ასევე მინდა აღვნიშნო ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ ერთი არნახული თვისება აქვს: ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი ბოლომდე ჩურჩხელასავით, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს ადამიანი არის უკვე სახიფათო. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს მინდა მივმართო, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის არის სახიფათო,“- აცხადებს გიგაია უგულავა.