ატენის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით მეზობელი საუბრობს

ატენის სიონზე მომხდარი საზარელი ფაქტის თაობაზე, ოჯახის მეზობელი იხსენებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს დედასთან და დასთან კომფლიქტი ჰქონდა.
„ლევანის ამბები არ ვიცი. წლებია არ მინახავს. ჩვენ ატენის ქუჩაზე ერთად ვცხოვრობდით ბავშვობაში, ახლა იქ აღარ ვცხოვრობ. თაკოს არ ჰქონდა თავის ძმასთან ურთიერთობა დიდად. ცალკე ცხოვრობდა იმიტომ , რომ არ უნდოდა კონფლიქტი ძმასთან. სულ ნერვიულობდა ძმაზე. თაკო ღამე არის 4 საათზე მისული და ტყუილად ხომ არ მივიდოდა? შუა ქუჩაში გდია მანქანა. დედამისმა დაურეკა მიშველეო , თუ რა მოხდა, ვერ ვხვდები“ – აცხადებს ეკო ფანფანი, რომელიც წლების წინ ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა.
მისივე განმარტებით, თვითმკვლელს, რამდენიმე წლის წინ, თავის დაზიანება ჰქონდა მიღებული, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.