20 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გაეროს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
„21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში, 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.