„თეთრი ხალათების“ აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად

მთელი საქართველოს მასშტაბით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, „თეთრი ხალათების“ აქცია იმართება.
აქციას სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეურთდნენ. აქციის მონაწილეებმა ოს კოლეგებს ოსურ ენაზე მხარდაჭერისთვის მიმართეს და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში“ – გაჟღერდა აქციაზე.
ცნობისთვის, აქცია ასევე იმართება ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.
ცნობისთვის, „თეთრი ხალათების“ აქცია, თბილისში, ასევე გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა.