ლაშა ტალახაძემ საქართველოს 3 ოქროს მედალი მოუტანა

თურქეთში გამართულ, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირში 23 ქყვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
ტალახაძემ ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კგ დაძლია.
ცნობისთვის, შეჯიბრზე ტოკის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.