საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით გიორგი როსტიაშვილი წარსდგება

საბავშვო ევროვიზია 2019, 24 ნოემბერს, პოლონეთში იმართება. საქართველოს სახელით, ევროვიზიაზე გიორგი როსტიაშვილი წარსდგება. მას კონკურსზე 18 პირი გაუწევს კონკურენციას.
ევროვიზიის პროდიუსერის, ნათია უზნაძის განცხადებით, ამ ღონისძიებაზე შესაძლებელი გაცდება ვიხილოთ, თუ მერამდენე ნომრად გამოვა გიორგი როსტიაშვილი.
ცნობისთვის, ევროვიზიაზე, საქართველოს წარმომადგენლის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. სიმღერის სახელია „გვინდა, გვიყვარდეს“, კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, ხოლო მხატვარი შაკო პოპიაშვილია.