ლევან ვასაძე გეია?

24 წლის ივლისში გაზეთ “ვერსიაში” სკანდალური წერილი გამოქვეყნდა. სტატია სათაურით “რაინდი ლევან ვასაძე – ორსახოვანი იანუსი” შემდეგ ლიდს ატარებდა “რატომ ატარებს აქციას კაზანტიპის წინააღმდეგ, რით დაავერბოვკა რუსულმა კაგებემ და რა კავშირი ჰქონდა ამერიკელ პროფესორ კენ უოკერთან”. წერილით, გამოცემა და ავტორი იუწყებიან, რომ შტატებში სწავლის დროს ლევან ვასაძეს რომანტიკული კავშირი რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა.
სტატიაში ვკითხულობთ: “თავისუფლების მოყვარულ ამერიკელებს შორის, ვასაძემ თურმე თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში. ან ვასაძე ვინ იყო შტატებში, ან მისი ვნებები, ვინმეს შეემჩნია და გაკვირვებოდა. იქ ურთიერთობები მალე აეწყო და როგორც ამბობენ, მომავალმა რაინდმა ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე ბოიფრენდიც გამოიცვალა. პირველი თურმე ნიუ იორკის ერთ¬ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი იყო, მომდევნოთაგან ერთ¬ერთი კი – ცნობილი ამერიკელი, მედიცინის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო დოქტორი კენეტ უოკერი (Kenneth Walker) გახლდათ, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში 1971 წლიდან მოღვაწეობს. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ვასაძე¬უოლკერს დღემდე აქვთ ურთიერთობა, თუმცა არაა გამორიცხული ასე არც იყოს. ამის მიზეზი კი, უკვე მისი მოსკოვური მოღვაწეობაა – ამბობენ, ამერიკის შემდეგ, ცხოვრების წესის გამო, ვასაძეს სამშობლოში დაბრუნება არც უფიქრია და ამიტომაც მიაშურა დიდ რუსეთსო. იქ კი, ვლადისლავ სურკოვი გაიცნო, რომლის მეშვეობითაც, რუსულმა კაგებემ, ვასაძე დაავერბოვკა, კარგად აპრობირებული მეთოდით _ “პოლიტიკური ვასასების” თქმით, სურკოვმა ვასაძის დაშანტაჟება, სწორედ პირადი ცხოვრებითა და სექსუალური ორიენტაციით შეძლო.
ამ წერილის გამოქვეყნებას უმალ მოყვა “ვასაძიანების” ახუვლება და წიოკი, რამდენიმე საპასუხო წერილი გამოქვეყნდა სახვადასხვა პორტალზე, თუმცა თავად ვასაძეს კომენტარი არ გუაკეთებია. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ ხანად დადიოდა ხმები, რომ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საპატრიარქო ლევან ვასაძის კანდიდატურის გაყვანას ალობირებდა. ოფიცილურად ეს არავის დაუდასტურებია, მაგრამ ეკლესიის ზოგ მესვეურთა პოზიტიური განცახდებები რაინდის სახოტბოდ, ასევე ნეგატიური დამოკიდებულება მარგველაშვილისადმე ბევრს სწორედ ამას აფიქრებინებდა. მამაოები ქადაგებებში არც მალავდნენ, რომ ვასაძე მათთვის იდეალური იყო. თუმცა ვითრაება სწორედ 25 ივლისის შემდეგ შეიცვალა, როცა გაზეთ ვერსიაში ზემოხსენებული სტატია გამოქვყენდა. ამ თარიღის შემდეგ არავის უხსენებია ფრაზა “ვასაძე პრეზიდენტად”… შესაბამისად ეჭვი რაც გამოთქმულია საგაზეთო სტატიაში კიდევ უფრო გაღრმავდა და დღემდე არსებობს.