„თბილისობა 2019“, მიუნხენში, 30 ნოემბერს აღინიშნება

გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ მიუნხენში, “თბილისობა 2019” ჩატარდება. როგორც პროექტის ორგანიზატორი აცხადებსმ მან იდეა ჯერ წარადგინა, ხოლო შემდეგ გაიმარჯვა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი. რაც გულისხმობს, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი პროექტების დაფინანსება, რა თქმა უნდა წინასწარ გათვალისწინებული რისკებითა და პრიორიტებებით.
მისი მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.
ცნობისთვის, საპილოტე პროექტისთვის 500 000 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.