რუსეთი, ლიეტუვა და ნორვეგია ჯაშუშებს გაცვლიან

როგორც „ევრონიუსი“ აცხადებს, რუსეთმა, ლიეტუვამ და ნორვეგიამ ჯაშუშების გაცვლა დაიწყეს. სამ ქვეყანას შორის გაცვლა რუსეთ-ლიეტუვას საზღვარზე მოხდა.

გაჟღერებული ინფორმაციით, გაათავისუფლეს რუსეთის ორი მოქალაქე, ლიეტუვის ორი და ნორვეგიის ერთი მოქალაქე. სანამ გაცვლა მოხდებოდა, მას წინ უძღვოდა მრავალკვირიანი მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის.