ღაზას სექტორზე გარდაცვლილი 8 მშვიდობიანი მოქალაქედან 5 მცირეწლოვანია, ისრაელი ამას გამოიძიებს

ღაზას სექტორთან დაკავშირებულ ცნობილ ფაქტთან დაკავშირებით, 8 მოქალაქის მოკვლასთან, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვი იყო, ისრაელი პირობას დებს რომ ყველა დეტალს გამოიძიებს.

როგორც პალესტინის ექიმები იუწყებიან, ისრაელის მიერ საჰაერო თავდასხმის შედეგად 1 ოჯახის წევრი 8 მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 5 ბავშვი იყო.

ისრაელი აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ არავითარი ინფორმაცია, რომ სახლში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, მათ იმფორმაციით, მათ შეტევა მიიტანეს რასმი აბუ მალჰაუსის სახლზე, რომელიც პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური იყო.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიუხედავად, ისრაელმა, ღაზას სექტორის მიმართულებით თავდასხმა 15 ნოემბერს განაახლა.