თუს-ს არქეოლოგებმა და სტუდენტებმა, კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინეს, რომელიც ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება

თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტებთან ერთად, კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინეს, რომელიც, სავავარაუდოდ, ქართველი ბერებიც კვიპროსზე მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს. მათი განმარტებით, ეკლესიას მე-5 – მე-6 საუკუნეებიდან მე-16 საუკუნეებამდე რამდენჯერმე გაუკეთეს რესტავრაცია.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ ლიჩელი აღნიშნავს, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუასაუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII – VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.

„ჩვენი ექსპედიციის დამსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე კვიპროსის არქეოლოგიისთვის. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ, რომ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები დაცული იყოს და შემოვინახოთ, როგორც ნაშთები, რომლებიც საქართველოსა და კვირპროსის სიძველესა და არქეოლოგიას შეემატა ქართველი სამეცნიერო წრეების მოღვაწეობის წყალობით“, – აღნიშნავს პროფესორი.

კვიპროსულმა მხარემ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეტანის ნებართვა უკვე ითხოვა.როვნულმა სააგენტომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კვიპროსზე ერთობლივი ექსპედიცია 2016-2017 წლებში დაიწყეს.