დღეს, მმართველი პარტიის ოფისში სხდომა იმართება

დღეს, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში სხდომა გაიმართება. როგორც პარლამემტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ის წუხს, რომ 14 ნოემბრის კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა დატოვებს „ქართული ოცნება“, თუმცა მათ გადაწყვეტილებას პატივს ცემს.

„მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე შეიკრიბებიან ის პირები, რომლებმაც არ დატოვეს მმართველი პარტია. თუმცა, აღსანიშნავია, ისიც, რომ შეხვედრა დეპუტატებთან, რომელთაც დატოვეს პარტია, ინდივიდუალურად გაიმართება. თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან რეფორმას დაუჭერენ მხარს.