თაფლი და მისი სამკურნალო თვისებები

თაფლი ნატურალური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაშიც შედის უხვადაა ფერმენტი, ასევე მიკროელემენტების, ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაირსახეობა.
თაფლი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს – მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.
თაფლის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაზე დაფუძნებული მრავალრიცხოვანი სამდიცინო-ბიოლოგიური: ანტიბაქტერიალური და ანტისეპტიკური თვისებები.
თაფლით მკურნალობენ თირკმლია, ღვიძლის, გულის, ფილტვის დაავადებებს, აგრეთვე ცენტრალური ნერვული სისტემის არაერთ პათოლოგიას. ხშირ შემთხვევებში თაფლს გარეგანი დანიშნულებითაც იყენებენ.
თაფლის გამოყენებისას რეკმოენდებულია მისი რაციონალურად გამოყენება – დღეში შესაძლებელია 2-3 – ჯერ არაუმეტეს 60-100 გრამი თაფლის მიღება, მცირე ულუფებით და სასურველია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი პირის ღრუში გაჩერება.
სწორი მკურნალობისათვის განსხვავებული ხარისხის თაფლია საჭირო, რადგან თითოეულ მათგანს თავისებური კონსისტენცია, ფერი და სხვა დამახასიათებელი თვისებები გააჩნია.
აკაციის თაფლს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს თაფლი კარგია ბავშვებისთვის, ვინაიდან ჭარბად შეიცავს A ვიტამინს (კაროტინი). ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების დროს ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ მის მიღებას. აკაციის თაფლს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისებები. ხშირად ენიშნებათ ნევროზული და ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფებს.
ცაცხვის თაფლი სასიამოვნო არომატით, მკვეთრი, სპეციფიკური გემოთი და ქარვისფერი, ნათელი-მოყვითალო ტონით გამოირჩევა. თხევად მდგომარეობაში – გამჭვირვალე-წყლისფერია; დაკრისტალებისას მსხვილ ხორბლის ფორმას წააგავს და თითქმის თეთრი ფერისა ხდება. ეს საუკეთესო თაფლია ყოველგვარი გაცივების, ბრონქიტისა და ფილტვების ანთებისათვის.
წიწიბურას თაფლი გამოირჩევა მოწითალო ელფერის მქონე ნათელი-მოყავისფრო ფერით, ძლიერ სასიამოვნო არომატითა და განსაკუთრებული გემოთი. ის საუკეთესო პროდუქტია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.
სამყურას თაფლი თითქმის გამჭვირვალეა; ნაზი, სასიამოვნო არომატითა და გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით ეფექტურია ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
ტირიფის თაფლი მოყვითალო – ოქროსფერია, ტიპიური ტირიფის არომატითა და ცოტა მომწარო გემოთი. დაკრისტალებისას კრემისფერ ტონალობას იძენს და მეტწილად ჰეპატიტის დაავადების მკრურნალობა-პრევენციისას გამოიყენება.
მინდვრის ყვავილების თაფლი გამოირჩევა ღია-მოყვითალო და ღია-მოყავისფრო ფერით, სასიამოვნო გემოთი და არომატით, რომელიც მინდვრის ყვავილების სურნელებას მოგვაგონებს. ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გასტრიტის დროს.
ტყის თაფლს ღია-მოყვითალო ან ღია-მოყავისფრო შეფერილობა ახასიათებს (თუმცა, შედარებით უფრო მუქია, ვიდრე მინდვრის თაფლი); აქვს ცოტა მწკლატე არომატი და საოცარი გემო. განსაკუთრებით ეფექტურია უძილობის დროს.
ხილისა და სხვადასხვა ნაყოფის თაფლი (აყვავებული ხილის ხეების ყვავილების ნექტრისაგან დამზადებული) – ღია ქარვისფერია და ყველაზე ნაზი თაფლია თავისი არომატითა და გემოთი. იგი დიდი ხნით არ კრისტალდება. თაფლი შეუცვლელია გულის იშემური დაავადებისას.
წაბლის თაფლი ოდნავ მუქი ფერისაა და მძაფრი სუნითაც გამოირჩევა, ნაწლავებს მატებს ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას. კარგია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ, გულის ფუნქციონირების დარღვევის, პროსტატის, ბუასილის საპროფილაქტიკოდ. წაბლის თაფლი უებარია მადადაკარგულთათვის.
იელის თაფლი მუქი-მოყავისფრო ფერისაა – მცენარის მკვეთრად გამოხატული სპეციფიკური სურნელებით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ამ “მათრობელა” იელისა და შქერის თაფლის მოხმარებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ვინაიდან ტოქსიკურია და ადამიანი მათგან იოლად იწამლება: თაფლის ჭამის შემდეგ ებინდება გონება, ეწყება ძილქუში, ბოდვები, ორგანიზმის სისუსტე და პირღებინება.