რისთვის აკრიტიკებდნენ ცნობილ მოდელს და რა პასუხი გასცა მან ყველას

24 წლის ბრიტანელმა მოდელმა მოყვა, თუ რა გადაიტანა მოდის ჩვენებამდე და რამ აფიქრებინა, რომ ვეღარ შეძლებდა სიარულს.
რამდენიმე დღის წინა „ტვიტერზე“ მოდელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უცნაურად დადის. ჩვენებამ ივლისში ჩაიარა, თუმცა ყურადღების ცენტრში ანხლა მოხვდა. სწორედ ამ ვიდეოს გამო გაჩნდა არაერთი კომენტარი და მათ შორის შეურაცხმყოფელიც.
დემიმ (მოდელმა) გაიგო ამ „ხუმრობების“ შესახებ და გადაწყვიტე პასუხი გაეცა მათთვის. მოდელმა თქვა, რომ მისთვის ეს რთული და უჩვეულო გამოცდილება იყო. მან 1 წლის განმავლობაში დაკარგა ორივე მშობელი და იყო ძალიან დათრგუნული. მოდელი კი ჩვენებაზე გამოსვლას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ გამოსულიყო მდგომარეობიდან.
„დიახ, მე არ ვარ საუკეთესო მოდელი. მე ძალიან ვღელავდი, ჩემი ტოპი დაიკარგა, ხოლო ფეხსაცმლები დიდი მქონდა, ასევე ჩემთვის ზედმეტად მაღალი იყო. ასევე თავს დამატყდა პირადი პრობლემებიც, მე გარდამეცვალა მშობლები, დედაჩემი ჩვენებამდე 1 თვით ადრე გარდაიცვალა“
აღსანიშნავია, რომ დემის სულაც არ რხვენია ამ ყველაფრის, პირიქით, ამაყობს კიდეც, რადგან ყველა ვერ შეძლებდა ამას გამკლავებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ფანებმა მას მხარი დაუჭირეს.
„მე მსურდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ცოტა თუ შეძლებდა ჩემს ადგილზე იგივეს გამეორებას, მე კი გავბედე“ – ამბობს მოდელი.