„ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია“ – რომან კაკულია

მმართველ პარტიაში დარჩენილი დეპუტატი, რომან კაკულია პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის გამო თანაგუნდელების წასვლის საკითხს ეხმაურება.
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მოცემულობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს გარეთ იმისათვის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობა გახადო [უმრავლესობიდან წასვლის] გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად.
მე მესმის, რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია, როდესაც შენ ამით რჩები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში.“ – აცხადებს რომან კაკულია.