მანქანას ყველა დეტალი და მათ შორის ბამპერიც თეთრი ფერის უნდა ჰქონდეს

8 ნოემბრის ბრიფინგზე მიიღეს რეგულაცია ტაქსის თეთრ ფერთან დაკავშირებით. ახალი რეგულაციის მიხედვთ, ტაქსის ყველა დეტალი თეთრი ფერის უნდა იყოს, მათ შორის ბამპერიც. გამონაკლისის ის შემთხვევა, როდესაც მანქანის სახურავის ზედა ნაწილი შუშისაა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, იკრძალება მოქალაქეებს მოემსახურომ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი მანქანები. ასევე, იმ ტაქსის მძღოლი, რომელსაც სპეციალური ლიცენზია არ აქვს დაჯარიმდება 200 ლარით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ ტაქსი რომელიმე კომპანიას ემსახურება და კლიენტთან მიდის მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში, მათ აღარ ევალებათ მანქანის თეთრ ფრად შეღებვა.
ზემოთ აღნიშნულმა რეგულაციამ ტაქსის მძღოლები აიძულა აქცია გაემართათ, რადგან მერიისგან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი მანქანის ბოლომდე შესაღებად, გარდა ამისა, ის მანქანა, რომელიც ერთხელ უკვე გადაღებილია, მისი კვლავ გადაღებვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გადაუღებავის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მერიამ ტაქსის მძღოლებს შესთავაზა გადაღებვის ნაცვლად მანქანებისთვის ფერი გადაეკრათ.

მსგავსი სტატიები