თამარ ჩუგოშვილი უხერხულად გრძნობს თავს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე

ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. განმარტების მიხედვით, მას ძალიან გაუჭირდა აეხსნა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ რატომ ვერ დამტკიცდა საქართველოში პროპორციული არჩევნების სისტემა.
“მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედქალაქებში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის , რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა, გიშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ” – აცხადებს ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ დამატებითი კონსულტაციები და დროა საჭირო სამომავლო მიზნების დასასახად.