არჩილ თალაკვაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, რომ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. მათი განხილვის საკითხი როპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები აღმოჩნდა.
„ასევე, ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება და მზადყოფნა გამოხატა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს“, – ვიგებთ გავრცელებული ინფორმაციით.