საქართველო საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში

ევროსაბჭო გუშინდელ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ასეთი განცხადება გააკეთეს: „ვწუხვართ. პროპორციული სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება გახლდათ და მისდამი მოლოდინი დიდი ხანია აქტუალურია. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია“ – აცხადებენ ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).
თუმცა კრიტიკა საქართველოშიც არ აკლდა.
შეშფოთებული ვარ იმით, რაც საქართველოში მოხდა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.
„გუშინდელმა პროპორციული სისტემის ჩავარდნამ პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა“, – „ ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, საქართველოს პარლამენტში არ დამტკიცდა“, – აცხადებს ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი.
„ამ საკონსტიტუციო ცვილებების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება“,- ადან კინზინგერი
“ეს კანონნპროექტი დიდი ხანია მზადდება. ეს იმედგაცრუებული ვარ რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო. თბილისში კრიტიკული მომენტი დადგა“ – აცხადებს ევროპარლამენტის ექსდეპუტატი, რებეკა ჰარმსი.