კანონპროექტის ჩავარდნაზე ევროსაბჭომ ნეგატიურად შეაფასა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა წუხილი გამოხატეს საქართველოში არსებული პრობლემების გამო:
„ვწუხვართ. პროპორციული სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება გახლდათ და მისდამი მოლოდინი დიდი ხანია აქტუალურია. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია“ – აცხადებენ ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).
საქართველოსთვის, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია – ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

მსგავსი სტატიები