აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაცისტები“ კანონს არღვევენ

აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაცისტები“ აქციას მართავენ. მათი გაუცნობიერებელი აქციის შედეგად თანამშრომლები შენობაში ვერ შედიან.
სამართალდამცავები ცდილობენ შესასვლელი კარები აქტივისტებისგან გაათავისუფლოს.
„თქვენ ზღუდავთ ადამიანების უფლებებს, არ აძლევთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას. შენობა არის ბლოკირებული, ეს არის კანონდარღვევა, გთხოვთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი და ისე გამოხატოთ თქვენი პროტესტი“ – მიმართავს გიორგი მაღლაკელიძე, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი აქტივისტებს.
„კანონს არ ვარღვევთ, უფლებები ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ყველამ დატოვა, ნუ გადაყვებით ივანიშვილს“, – ამბობს აქციის და „სისხლიანი ხელისუფლების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი რეზო ხარაზმა.