საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით – არჩილ თალაკვაძე 2020-ის არჩევნებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, კენჭისყრის შემდეგ განცხადებას ჟურნალისტებთან აკეთებს. მისი განცხადებთ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით.
„2020 წლის არჩევნების პროპოციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედევად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით რა გადაწყვეტილებაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“- არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, კენჭისყრაზე 141 დეპუტატი იმყოფებოდა, მათგან პროექტს მხარი 101-მა დაუჭირა. პროექტი ჩავარდა.